Tuesday, June 15, 2010

რა ჯდება საქართველოში სუროგატი დედის მომსახურება?

რა ჯდება საქართველოში სუროგატი დედის მომსახურება
16:44 - 07.05.2010 - მედიცინა

“საქართველოს სუროგაციული დედების ცენტრი” 2004 წლიდან ფუნქციონირებს. სწორედ ამ ცენტრის წყალობით გაბედნიერდნენ უშვილო წყვილები. “ქართული სიტყვის” სტუმარია “საქართველოს სუროგაციული დედების ცენტრის” ახალგაზრდა, ენერგიული ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე.

- ქალბატონო თამარ, ნებისმიერ ქალს შეუძლია გახდეს სუროგატი დედა?
- ქალი, რომელსაც სურს, გახდეს სუროგატი დედა, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მარტო მონდომება არ კმარა. ცენტრთან ხელშეკრულების დადებამდე, ყველას ვავსებინებთ სააღრიცხვო ფორმას, სადაც იწერება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების წესი... სუროგატი დედა არ უნდა ეტანებოდეს ალკოჰოლიან სასმელებს, არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს და არ უნდა უწევდეს მძიმე ფიზიკური შრომა; აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილები.

- ასაკს არა აქვს მნიშვნელობა?
- როგორ არა, სუროგატი დედობის მსურველი უნდა იყოს 35 წლამდე, სასურველია, ჰყავდეს მეუღლე და ცხოვრობდეს თბილისში, რათა პროცედურებზე სიარული არ გაუჭირდეს. თუ ქალი ზემოჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებს, ცენტრი მასთან დებს ხელშეკრულებას.

- შესაძლებელია სუროგატი დედის შეცვლა?
- რა თქმა უნდა, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში.

- სუროგატ დედას კანონით აქვს ბავშვზე რაიმე უფლება?
- საქართველოში მოქმედი “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 143-ე მუხლის თანახმად, სუროგატ დედას ბავშვის დატოვების უფლება არ აქვს... ეს იგივეა, სხვის შვილზე განაცხადოს პრეტენზია.

- 9 თვე მუცლით რომ ატარებს, ეს არაფერს ნიშნავს?
- არა, რადგან იგი მუცლით თავის შვილს არ ატარებს - სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ ემბრიონი. უშვილო წყვილი თავისი სურვილით, ან ჩვენი რჩევით, ხელშეკრულებას დებს რომელიმე კლინიკასთან, სადაც ხდება ინ ვიტო განაყოფიერება.
სტატიის გაგრძელება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
http://www.factnews.ge/index.php?lang_id=GEO&id=1&info_id=17310&act=ns

No comments:

Post a Comment